• Youth Time Values

    Equality, tolerance,solidarity, active participation, community involvement, sustainability, security, responsibility, respect for family, traditions and heritage of the past,spirituality,active approach for the future, intercultural and intergenerational dialogue

  • Rhodes Youth Forum

    The Youth Time International Movement invites all those interested, to take part in Rhodes Youth Forum, which will be held on September 28th – October 1st, 2012 on the Greek island of Rhodes.

საერთაშორისო მოძრაობა “Youth Time” (“ახალგაზრდების დრო”)

Written by Youth Time. Posted in About Youth Time

ჩვენს შესახებ
საერთაშორისო მოძრაობა “Youth Time” (“ახალგაზრდების დრო”) არის არაკომერციული, არასამთავრობო, აპოლიტიკური, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდების მიერ  მომავალი ცხოვრების უზრუნველსაყოფად  საერთო განვითარების  გზების ძიების მიზნით.

ჩვენი ხედვა
ახალგაზრდა თაობა წარმოადგენს გლობალური გაერთიანების ყველაზე აქტიურ ნაწილს. ახალგაზრდებს სურთ,  შექმნან და იხილონ თავიანთთვის და შემდგომი თაობებისათვის ჯანსაღი მომავალი.  ჩვენ მოვუწოდებთ მათ, მონაწილეობა მიიღონ  ისეთი დამცავი მექანიზმების განვითარებაში, რომელსაც შეეძლება შეაკავოს კულტურული განსხვავებებისადმი არსებული არაკეთილგანწყობა, მოახდინოს ცხოვრების პირობების გაუარესების პრევენცია, წინააღმდეგობა გაუწიოს   მსოფლიოში მზარდ არაპროგნოზირებადობასა და სხვა ტენდენციებს, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ სფეროში ნეგატიური მოვლენების განუხრელ ზრდას.

მოძრაობის ამოცანა
სხვადასხვა სფეროში მომავლის პროექტების შემუშავება, განხორციელება და სინქრონიზაცია, თაობებს შიგნით და თაობათა შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა, ახალგაზრდების წახალისება აქტიური პირადი და საზოგადოებრივი საქმიანობისადმი.

ჩვენი მიზნები
•    საერთაშორისო მოძრაობა “Youth Time”-ის („ახალგაზრდების დრო“-ის) პრინციპების და ფასეულობების ხელშეწყობის მიზნით პლატფორმათა ქსელის შექმნა;
•    კულტურათაშორისი და თაობებს შორის აქტიური დიალოგის წახალისება ღიაობის, თანასწორობის და პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით;
•    თაობებს შორის ცოდნის, ღირებულებების და გამოცდილების გაზიარების პროცესის გაადვილება;
•    კულტურული და ეროვნული იდენტობის დაცვა საყოველთაო და ადგილობრივი ფასეულობების აღიარებასთან ერთად;
•    ახალგაზრდებისადმი არსებული გამოწვევების შეცნობა;
•    საერთაშორისო მოძრაობა “Youth Time”-ის („ახალგაზრდების დრო“-ის) პრინციპებისა და ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდა ადამიანების მოწვევა;
•     საერთაშორისო მოძრაობა “Youth Time”- სა („ახალგაზრდების დრო“-სა) და სხვა მეგობარ ორგანიზაციებს შორის კავშირის დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება.

Special Program

European Year of Volunteering 2011

Do you want to be a volunteer?

Welcome!

Download

Contact us

Youth Time International Movement
Zborovska 716/27, Prague 5, 15000
Prague, Czech Republic

This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
http://youth-time.org

Contact us